უსისხლო რინოპლასტიკა

ადამიანები, რომელთაც სურთ ცხვირის გასწორება ხშირად ვერ ბედავენ ოპერაციის გაკეთებას. თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში შეიქმნა მეთოდი „უსისხლო რინოპლასტიკა“.

კორექციისათვის გამოიყენება ჰიალურონის მჟავის პრეპარატები და საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვა. უსისხლო რინოპლასტიკა ცხვირის რადიკალური რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი ან ლოკალური ანესთეზიის ქვეშ. პროცედურის დაწყებამდე კეთდება კომპიუტერული მოდელირება.

აღნიშნული პროცედურა პოპულარულია იმით რომ არ საჭიროებს ოპერაციას და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროგრამას. პროცედურის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ პაციენტს მეორე დღესვე შეუძლია გააგრძელოს ცხოვრების ჩვეული რითმი. ინექციის ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სისხლჩაქცევა, შეშუპება, რომელიც უკვალოდ ქრება 2-3 დღის შემდეგ. შედეგი ნარჩუნდება 12-18 თვე.

უკან დაბრუნება