ნაოჭების გასწორება ფილერებით

ასაკი, ჰორმონალური ცვლილებები, მზის სხივების ზემოქმედება და სხვა - ყველა ეს ფაქტორი იწვევს ნაოჭების ჩამოყალიბებას. კანი თხელდება და კარგავს ელასტიურობას და მოცულობას.

კონტურული პლასტიკა გულისხმობს ინექციური მეთოდით სახის სხვადასხვა ზონის კორექციას, რომლის დროსაც გამოიყენება ჰიალურონის მჟავის პრეპარატები. აღნიშნული პრეპარატები არ იწვევენ ალერგიულ რეაქციებს. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ჰიალურონის მჟავის პრეპარატებს, რომლებიც დამაზადებულია მსოფლიოს მოწინავე მწარმოებლების მიერ.

ჰიალურონის მჯავის პრეპარატებით ტარდება შემდეგი მანიპულაციები

  • წარბებს შორის ნაოჭის კორექცია
  • საცრემლე არხის კორექცია
  • ყვრიმალების გადიდება
  • ცხვირის კორექცია (უსისხლო რინოპლასტიკა)
  • ცხვირ - ტუჩის ნაოჭის კორექცია
  • ტუჩის ირგვლივი ნაოჭების (მწეველის ნაოჭების) კორექცია
  • ტუჩის კონტურის გამოყოფა
  • ტუჩების მოცულობის გაზრდა
  • ტუჩის კუთხეების კორექცია
  • ნიკაპის ფორმის შეცვლა
  • სახის ოვალის შექმნა
  • ნაწიბურების ამოვსება
  • კანის დატენიანება - მეზოთერაპია
  • ინტიმური პლასტიკები
პროცედურა ტარდება ლოკალური ან გამტარებლობითი ანესთეზიის ქვეშ. პროცედურის ხანგრძლივობა 30- 45 წუთი. შეიძლება აღინიშნებოდეს კანის მცირედი შეწითლება. შესაძლოა განვითარდეს ინექციის ადგილას წერტილოვანი სისხლჩაქცევა ან მცირედი შეშუპება, რაც უკვალოდ გადის 2-3 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მიერ მითითებულ ვადებში (უმეტესად 8-10 დღის შემდეგ) კეთდება დამატებითი კორექცია (გელის დამატებითი რაოდენობის შეყვანა უკეთესი შედეგის მისაღწევად). ეფექტი საშუალოდ გრძელდება 12-18 თვე.
უკან დაბრუნება