ლოყების ფორმის შეცვლა

დიეტის დაცვით და ინტენსიური ფიზიკური დატვირტვით , ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ფრიად სასურველ ფიზიკურ ეფექტს. რაც შეეხება სახის გახდომას ეს პრობლემაა და შეეხება განსაკუთრებით სრულ, მრგვალი სახის მქონე პირებს, რომელთაც უნარჩუნდებათ დიდი ლოყები გახდომის შემდეგ. ამის შედეგად წარმოიქმნება ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, პირის კუთხეებში წარმოიქმნება „ბულდოგის ლოყები“. ყველა ეს წარმომონაქმნი იწვევს ნაადრევი დაბერების ეფექტს. თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიას აქვს შესაძლებლობა შეცვალოს ლოყების ფორმა, ბიშას ბალიშების მოცილებით.

ბიშას ბალიში წარმოადგენს ცხიმგროვას, რომელიც ლოყის შიდა ნაწილში მდებარეობს. ეს სახელწოდება დაერქვა ცნობილი ფრანგი ანატომის მარი-ფრანსუა-ქსავე ბიშას პატივსაცემად. ბიშას ბალიში არ არის დაკავშირებული კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებთან და მდებარეობს ლოყის და საღეჭ კუნთებს შორის. ბუნებრივად იგი გამოიყენება ბავშვებში, ძუძუს წოვის პროცესის გაიოლებისათვის.

ოპერაციის შესახებ:

ბიშას ბალიშების მოცილება ხდება პირის ღრუს მხრიდან. ოპერაცია ტარდება როგორც ადგილობრივი, ასევე სრული ნარკოზით და გრძელდება 30-40 წუთი. ჩატარებული ოპერაციის შედეგად კანზე არ რჩება ნაწიბური. ოპერაციის მსვლელობაში ლორწოვანზე კეთდება 0.5 სმ. განაკვეთი, რის შემდეგაც ხდება ბიშას ბალიშების მოცილება. განაკვეთი იკერება თვითგამწოვი ძაფებით. ასეთი პროცედურა ტარდება ორივე მხარეს. ასეთი ოპერაცია იწვევს ლოყების მოცულობის შემცირებას.

შედეგი:

ლოყების ზომის შემცირება;

გამოხატული ყვრიმალები;

სახის ოვალის კორექცია;

ცხვირისა და ტუჩების მიდამოებში ნაოჭების შემცირება;

პროფილაქტიკა „ბულდოგის ლოყების“ გაჩენისა;

აღნიშნული იძლევა გაახალგაზრდავების სასურველ ეფექტს.

  

უკან დაბრუნება