მკერდის დეფორმაციის კორექცია
სარძევე ჯირკვლის განვითარების პროცესში ირღვევა ჯირკვლის ქსოვილის ზრდის პროცესი. ზოგ შემთხვევაში მკერდი ვითარდება ღერძის მიმართულებით. ასეთ დარღვევას ეწოდება მკერდის ტუბულარული დეორმაცია-ტუბულარული მკერდი. იგი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი. პლასტიკური ქირურგიის არსენალში არის თანამედრო მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ხდება სარძევე ჯირკვლის განვითარების პერიოდში წარმოქმნილი პათოლოგიების, მკერდის კორექცია. ცალმხრივი ან ორმხრივი ტუბულარული მკერდის შემთხვევაში კორექცია ხდება იმპლანტების საშუალებით (აუგმენტაციური მამოპლასტიკა), ზოგ შემთხვევაში ჯირკვლის აწევა ან რედუქციული დაპატარავება.
ზრდის პროცესში ხშირად ხდება მკერდის ძვლის გადაადგილება უკან, რაც იწვევს „ორმოს“ მაგვარ ჩაღრმავებას. ეს არის თანდაყოლილი პათოლოგია. ხშირად გვხვდება ბავშვებში და იწვევს გულმკერდის კოსმეტიკურ დეფექტს, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ დაფარონ ეს დეფექტი. ჩაღრმავებული დეფორმაციული მკერდის ხარისხებია: 1 ხარისხი - 2 სმ.-მდე; 2 ხარისხი - 2-4 სმ.; 3 ხარისხი - 4 სმ. და მეტი.
ოპერაცია გულისხმობს საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვას და აღნიშნული დეფექტის კორექციას.
ოპერაცია ტარდება ადგილობრივი, ან საერთო ანესთზიის პირობებში. ოპერაციის ხანგრძლივობა 1.5-2 საათი.
ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.