წვივების ფორმის კორექცია, ეს არის ოპერაცია, რომელიც მიმართულია წვივების მოცულობის გაზრდის და ფორმის კორექციისათვის. წვივების რბილი ქსოვილების კორექციისათვის გამოიყენება სილიკონის იმპლანტები და საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილები (ლიპოფილინგი).
წვივის იმპლანტები რბილი და ამავე დროს ძალზე მყარია. იმპლანტები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, რაც გვაძლევს საშუალებას ინდივიდუალურად შევარჩიოთ ყველა პაციენტისთვის.
როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში შეინიშნება სურვილი, ჰქონდეთ მიმზიდველი წვივები. ბევრი ადამიანი დაკავებულია აქტიური სპორტით იმისათვის, რომ განივითარონ ტანის კუნთები, მაგრამ წვივის კუნთები შედარებით ნაკლებად ვითარდება, რაც იწვევს ფეხების არაესთეტურობას. წვივების იმპლანტები და საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილები, საშუალებას გვადლევს გადავჭრათ ესთეტიური შეუსაბამობა წვივისა, ტანის სხვა ნაწილებთან მიმართებაში. ამჟამად არ არის აუცილებელი ადამიანი ეწეოდეს კულტურიზმს იმისთვის, რომ შეიქმნას ლამაზი ფეხები. ამისათვის არსებობს იმპლანტები და საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილები, რომლთა საშუალებითაც ხდება წვივების გაახალგაზრდავება და ფორმის შეცვლა.
ჩვენებები წვივების კორექციისათვის:
წვივების კუნთების გიპოთროფია;
პოსტრავმული დეფორმაციისას;
წვივების ასიმეტრია;
ოპერაცია ტარდება როგორც ადგილობრივი ასევე ზოგადი ანესთეზიით. ხანგრძლივობა 1-2 საათი.
3-4 კვირის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური კომპრესიული სამოსის ტარება. ოპერაციის შემდგომ არ არის რეკომენდირებული ფიზიკური დატვირთვა, სოლარიუმი, საუნა 1-2 კვირის განმავლობაში.
ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.