ლიპოფილინგი

ლიპოფილინგი ნიშნავს პაციენტის ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვას კორექციის ზონაში (სახე, სარძევე ჯირკვლები, ხელის მტევნები, წვივები, დუნდულოები, ატროფიული ნაწიბურები). ლიპოფილინგის საშუალებით შესაძლებელია ორმაგი ეფექტის მიღება, ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის შემცველი უბნების ზომის შემცირება და პრობლემური უბნების შევსება.

პროცედურა სრულიად უსაფრთხოა და არ იწვევს ალერგიულ ან სხვა გართულებებს, სხვა ფილერებთან განსხვავებით, საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვა - ლიპოფილინგი იძლევა უფრო ხანგრძლივ კოსმეტიკურ ეფექტს. კოსმეტიკური ეფექტი გრძელდება 2 წლამდე. გადანერგილი ცხიმოვანი ქსოვილების 30-35 % არ იწოვება და რჩება კორექციის მიდამოში. 
 

ლიპოფილინგი ტარდება:

ჩავარდნილი ლოყების, პატარა ტუჩების, პატარა ნიკაპის, ნაკლებად გამოკვეთილი ყვრიმალების კორექციისთვის

ღრმა ნაოჭების (ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, წარბებსშორისი ნაოჭის გასასწორებლად)

ხელის მტევნების კომპლექსური გაახალგაზრდავების დროს

მკერდის ფორმის კორექციისთვის

წვივებისა და დუნდულების ფორმის შეცვლისა და გადიდებისათვის

არასწორად წარმოებული ლიპოსაქციის შედეგად კანის რელიეფის დეფორმაციის შესავსებად.

პოსტრავმატული დეფექტების კორექციისათვის

ატროფიული ნაწიბურების კორექციისათვის

ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.

ჩვენს კლინიკაში შემუშავებულია ცხიმოვანი ქსოვილის მიღებისა და მისი შემდგომი გადამუშავების სპეციალური მეთოდი, რომელიც გულისხმობს ცხიმოვანი უჯრედების შეთავსების მაღალ პროცენტს ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან. კოსმეტიკური ეფექტი გრძელდება 2 წლამდე. 
ოპერაციის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამუშაო ზედაპირის მოცულობა. საშუალოდ 1-2 სთ.

ოპერაციის შემდგომ დღეებში აღინიშნება შეშუპება, რომელიც თავისთავად გაივლის.

ოპერაციის შემდეგ, ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

პაციენტი ოპერაციის შემდგომ შეუძლია იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2-3 დღეში.

უკან დაბრუნება