ხელის მტევნების გაახალგაზრდავება
ხშირ შემთხვევაში პლასტიკურ ქირურგს პაციენტები მიმართავენ სახის გაახალგაზრდავებისათვის, მაგრამ არც ხელის მტევნები უნდა დავივიწყოთ, ისინი დაუნდობლად „ გასცემენ“ პაციენტების წლოვანებას და უფრო იწვევენ ადრეული დაბერების შთაბეჭდილებას, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები. ხელის მტევნების გაახალგაზრდავება ჩვენს კლინიკაში ტარდება უახლესი მეთოდებით:
ფილერებით - Juvederm Ultra
საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვით.
პროცედურა აახალგაზრდავებს ხელის მტევნებს, ამცირებს ღრმა ნაოჭებს, ფარავს ვენებს, მყესებს და ძვალთა სტრუქტურას. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში. ხელების გაახალგაზრდავება უხდება როგორც სახეს, ასევე ტანს.
ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.