ტუჩების პლასტიკა
ცნობილია, რომ მიმზიდველი ტუჩები ყოველთვის იქცევს ორივე სქესის ყურადღებას. თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიას გააჩნია ტუჩის ფორმის კორექციისა და მოცულობის გაზრდის რამოდენიმე მეთოდი, ასევე შესაძლებელია არსებული ასიმეტრიის მოშორება კონტურის მოდელირებით. ტუჩის ფორმის გასადიდებლად გამოიყენება 2 ძირითადი მეთოდი: გამწოვადი ბიოთავსებადი (ჰიალურონის მჯავაზე დამზადებული) გელი და საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვა - ლიპოფილინგი.
ტუჩის კორექცია ტარდება ბიოთავსებადი პრეპარატების გამოყენებით ბოლო თაობის შემავსებლებით ჰიალურონის მჟავის საფუძველზე-რესტილაინი, პერლაინი, ჟუვიდერმი, ტეოსიალი.
ტუჩების კორექციის პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. ტუჩის კორექცია გრძელდება 30-40 წუთი. გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. პროცედურის შემდეგ ტუჩები ბუნებრივად გამოიყურება. პაციენტი პროცედურის დამთავრებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.