მკერდის გადიდება
ლამაზი მკერდი ყველა ქალის ოცნებაა. ეს ოცნება დღეს უკვე რეალობადაა ქცეული. სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის ენდოპროტეზების საშუალებით შესაძლებელია არა მარტო მკერდის ზომის გაზრდა, არამედ მისი ფორმის კორექციაც. ასიმეტრიის შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა ზომის იმპლანტების შერჩევით გამოვასწოროთ განსხვავება. მცირედ დაშვებული მკერდის - პტოზის შემთხვევაში საკმარისია იპლანტების გამოყენებით მკერდის აიწევა. მკერდის იმპლანტი პაციენტს ხელს არ უშლის მშობიარობასა და ბავშვის ძუძუთი კვებაში. ამერიკისა და ევროპის სპეციალისტთა გამოკვლევები ადასტურებს, რომ არ არსებობს მონაცემები, რომ იმპლანტი იწვევდეს ონკოლოგიურ დაავადებებს. იგი სავსებით უსაფრთხოა, არ იწვევს არავითარ ალერგიას ან ინტოქსიკაციას.
მკერდის გადიდების (აუგმენტაციური მამოპლასტიკა) ოპერაციის მიზანია, იმპლანტების საშუალებით მკერდის ფორმისა და მოცულობის შეცვლა. იმპლანტი თავსდება სარძევე ჯირკვლის ფასციის ან მკერდის კუნთის ქვეშ.
ჩვენს კლინიკაში ესთეტიკური მიზნით სარძევე ჯირკვლების გადიდებისთვის გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ფირმების, ბოლო თაობის მაღალხარისხოვანი იმპლანტები, ისეთები, როგორიცაა ALLERGAN - აშშ, POLYTECH - გერმანია. იმპლანტები, თავის მხრივ, ანატომიური, მრგვალი წვეთისმაგვარი და მრგვალი ფორმისაა. ყველა პაციენტისათვის ინდივიდუალურად შეირჩევა გარკვეული ფორმის, ზომის, მოცულობისა და პროფილის იმპლანტები, რა თქმაუნდა, პაციენტის სურვილის გათვალისწინებით. ლამაზი და ბუნებრივი მკერდის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იყოს სარძევე ჯირკვლის ანატომიური მაჩვენებლები.
მკერდის გადიდების ჩვენებებია :
მიკრომასტია (პატარა ზომის სარძევე ჯირკვლები)
საკუთარი მკერდის ზომით უკმაყოფილება
მშობიარობის და ძუძუთი კვების შემდეგ მკერდის ელასტიურობის დაკარგვა (ოპერაცია სასურველია ჩატარდეს ძუძუთი კვების დამთავრებიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ),
სუსტად გამოხატული ფტოზი,
სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია
მკვეთრად გამოხატული ფტოზის შემთხვევაში შესაძლებელია მკერდის აუგმენტაციის კომბინირება ლიფტინგთან.
ოპერაციის წინ, ყველა პაციენტს უტარება სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი ან მამოგრაფიული გამოკვლევა, ლაბორატორიული გამოკვლევები, მამოლოგის კონსულტაცია.
ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 1,5–2 საათი.
ენდოპროტეზებით მკერდის გადიდებისთვის გამოიყენება მცირე ზომის 4-5 სმ განაკვეთი მკერდქვეშა ნაოჭის არეში, არეოლის ქვედა კიდეზე და იღლიის ქვეშ. შეხორცების შემდგომ ისინი, პრაქტიკულად, არ ჩანს. იმპლანტი ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოთავსდეს სარძევე ჯირკვლის ფასციის ან მკერდის დიდი კუნთის ქვეშ.
პაციენტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკაში. 1-1,5 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური კომპრესიული ბიუსტჰალტერის ტარება.
იშვიათად შესაძლებელია დვრილ-არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი მოშლა ან კაფსულური კონტრაქტურის ჩამოყალიბება, რაც თანამედროვე პროტეზების გამოყენებამ მინიმუმამდე და შეამცირა.
პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდება ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ზედმიწევნით იქნეს დაცული პლასტიკური ქირურგის მიერ მიცემული რეკომენდაციები.
ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.