სასქესო ასოს გადიდება
სასქესო ასოს გადიდება მიეკუთვნება იმ პლასტიკურ ოპერაციების რიცხვს, რომელთაც ეწოდება ფალლოპლასტიკა ან ფალლოსკულპტურა. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში პენისის გადიდება შესაძლებელი იყო ცხოველური წარმოშობის გელებით (ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც იყენებენ ამ მეთოდს), მაგრამ ეს პროცედურა 95 პროცენტ შემთხვევაში იწვევს გამკვრივებას, გელის მიგრაციას, სექსუალური აქტის დროს ძლიერ ტკივილს.
ჩვენს კლინიკაში გამოიყენება თანამედროვე მეთოდები: 1. პაციენტის საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვა. 2. ჰიალურონის მჟავის ინექციები.
პროცედურა ტარდება ადგილობრივი ან საერთო ანესთეზიით.
პროცედურის შემდეგ აუცილებელია სპეციალური ქვედა საცვლის მოხმარება. ინტიმური კავშირი არ არის რეკომენდირებული 2 კვირის განმავლობაში.
ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.