ნაწიბურების პლასტიკა
ადამიანის კანი წარმოადგენს უნივერსალურ დამცავ ორგანოს სხვადასხვა მიკროორგანიზმებისა და გამღიზიანებლების მიმართ. სიცოცხლის პერიოდში ადამიანს სხვადასხვა მიზეზების გამო ხშირად უზიანდება კანი და შეხორცების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში წარმოიქმნება ნაწიბური.
რა არის ნაწიბური?
ნაწიბური წარმოადგენს პოსტრავმატულ ბუნებრივ შეხორცებას, რომელიც წარმოიქმნება კანის ან ორგანოს ფიზიოლოგიური პროცესის აღდგენისას.
შესახედავად ნაწიბურის ქსოვილი განსხვავდება ჩვეულებრი ქსოვილისაგან იმით, რომ მასზე ნაკლებად მოქმედებს ულტრაიისფერი გამოსხივება, არ იზრდება თმები და არ გააჩნია საოფლე ჯირკვლები.
როგორ გამოიყურება ნაწიბური?
ნაწიბურების უმეტესობა ფერმკთალი და ბრტყელია, მაგრამ თუ ორგანიზმი გამოიმუშავებს მეტ კოლაგენს ნაწიბური შეიძლება იყოს კანს ზევით (+ქსოვილი) და კანს ქვევით. ნაწიბურების ფერი სხვადასხვაა.
კელოიდური ნაწიბური - ხორკლიანი, წითელი ფერის. გვხვდება კანს ზევით და ფართობით უფრო დიდია, ვიდრე დაზიანების ზონა.
ჰიპერტროფიული ნაწიბური - ზოგ შემთხვევაში ჰგავს კელოიდურ ნაწიბურს და იშვიათად გამოდის დაზიანების ზონიდან.
ატროფიული ნაწიბური - მდებარეობს კანის ქვედა ნაწილში. ამ ტიპს მიეკუთვნება ე.წ. „სტრიები“, რომლებიც წარმოიქმნებიან კანის გაწელვისას ან ტრამვის შედეგად.
დეფორმირებული ნაწიბური ხშირ შემთხვევაში ჩნდება დამწვრობის შემდეგ. დაზიანების სიღრმის მიხედვით შეიძლება დაზიანდნენ კუნთები, მყესები და ნერვები, შეიძლება შეიზღუდოს მოძრაობის თავისუფლება.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნაწიბურისაგან სრული განკურნება შეუძლებელია. მკურნალობის შედეგად შესაძლებელია მათი ესთეტიური შესახედაობის გაუმჯობესება.
ნაჭიბურის მკურნალობის მეთოდები:
ბოტოქსის ან დისპორტის პრეპარატების ინექციები, ყველა ქირურგიული ოპერაციის შემდგომ, ნაწიბურებში არის უახლესი პროცედურა, რომელიც წარმატებით გამოიყენება ჩვენს კლინიკაში. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა, შედარებით შეუმჩნეველი დარჩეს ქირურგიული ოპერაციის შემდგომი ნაწიბური.
ნაწიბურების ქირურგიული მეთოდით კორექცია სრულად ვერ შლის ნაწიბურის კვალს, მაგრამ აუმჯობესებს ესთეტიკურ შესახედაობას.
სტეროიდების ინექცია.
ეს ინექციური მეთოდია, როცა შეჰყავთ სტეროიდული პრეპარატები ნაწიბურის ქსოვილში, რის შედეგადაც ჰიპერტროფიული და კელოიდური ნაშიბურების შესახედაობა უმჯობესდება.
შემავსებელი ინექციები.
აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ატროფიული ნაწიბურების კორექციისათვის. პროცედურა სრულდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და გულისხმობს საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გადანერგვას ან გიალურონის მჟავის ინექციებს.
ჩვენს კლინიკაში სპეციალისტები ყველა კონკრეტულ შემთხვევას განიხილავენ და ადგენენ ინდივიდუალური მკურნალობის პროგრამას, რომელიც მაქსიმალურად აუმჯობესებს ნაწიბურის ესთეტიურ მხარეს.