პირსინგი

სახე, სხეული, ინტიმური ადგილები

პირსინგი (ინგ. Piercing - გახვრეტა) წარმოადგენს სხეულის ფორმის მოდიფიკაციას სხვადასხვა სამკაულების გამოყენებით. მისი ისტორია მრავალ ასეულ წელს მოითვლის.

კლინიკა გთავაზობთ სახის, ტანის და ინტიმური ადგილების პირსინგს.

რატომ არ უნდა გაკეთდეს სახლის პირობებში პირსინგი:

ერთი შეხედვით, პროცედურა ვითომ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ სახლის პირობები არ შეესაბამება ასეთ პროცედურებს, რადგან ხშირია ისეთი გართულებები, როგორიცაა სისხლდენა, დაჩირქება. პირსინგის პროცედურა უნდა ჩატარდეს სანიტარული ნორმების დაცვით.

პროცედურისას ვიყენებთ ერთჯერად ინსტრუმენტებს.

მოთხოვნა პაციენტთა მიმართ:

სრულწლოვნებს (18+) შეუძლიათ გაიკეთონ პირსინგის ყველა ფორმა.

არასრულწლოვნებს ვუკეთებთ მხოლოდ ბიბილოების პირსინგს, მშობლების თანხმობით.

უკან დაბრუნება