ოტოპლასტიკა ანუ ყურის ნიჟარის პლასტიკა, ჩვეულებრივ, კეთდება გამოწეული ყურების თავთან მისაწევად. ეს დეფექტი ხშირია და ბევრ ადამიანიანში მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს. ზედმეტად გამოწეული ყურის ნიჟარა შესამჩნევი კოსმეტიკური დეფექტია, რომელიც შესაძლოა ბავშვთა ასაკში მუდმივი დაცინვის გამო ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი გახდეს.
ყურების ფორმირება მთავრდება 4 წლის ასაკში, ამიტომაც ოტოპლასტიკა ხშირად უკეთდება 4 წლის ასაკიდან. მიუხედავად ამისა, მსგავსი ოპერციისას არავითრი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და შეიძლება გაუკეთდეს უფროსი ასაკის პაციენტებსაც.
ოტოპლასტიკა, ჩვეულებრივ, ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი ანესთეზიით და არ არის აუცილებელი პაციენტის სტაციონარში მოთავსება.
ყურის ნიჟარის უკან კეთდება მცირე განაკვეთი, ხრტილების ფორმის შეცვლის მიზნით. ხრტილების სწორი ფორმა ფიქსირდება სპეციალური შიდა ნაკერებით, ოპერაციის ბოლოს იდება კოსმეტიკური ნაკერი, ამიტომაც ნაწიბური შეუმჩნეველია, გარკვეული დროის შემდგეგ კი საერთოდ ქრება.
ოპერაციის შემდეგ პაციენტი 2 კვირა ატარებს სპეციალურ კომპრესიულ სამოსს.
ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.