სახისა და კისრის ლიფტინგი - SMAS პლასტიკა
პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით შესაძლებელია გამოსწორდეს ასაკით გამოწვეული, განსაკუთრებულად შესამჩნევი ნიშნები გასწორდეს ნაოჭები, აიწიოს სახე, დაიჭიმოს კანი ყელზე.
ადამიანთა უმეტესობა ძნელად ეგუება ასაკით გამოწვეულ გარეგნულ ცვლილებებს. ასაკის მატებასთან ერთად, დუნდება სახის კანი და კუნთები, კანი კარგავს ელასტიურობას, რის შედეგადაც ჩნდება ნაოჭები, სახე თანდათან ქვევით ეშვება. ადამიანი დაღლილი, მოწყენილი არსების შთაბეჭდილებას ტოვებს. ადვილი შესამჩნევია ასაკი.
იმის მიხედვით, თუ რა პრობლემა აქვს ადამიანს, შეიძლება გაკეთდეს მთლიანად სახისა და ყელის დაჭიმვის (Lifting) ოპერაცია, ან გაკეთდეს ნაწილ-ნაწილ შუბლის, სახის ზედა, შუა და ქვედა მესამედისა და ყელის დაჭიმვა.
ეს არის ყველაზე რადიკალური და ეფექტური გამაახალგაზრდავებელი ოპერაცია სახისა და კისრის მიდამოში გრძელვადიანი შედეგის გარანტიით ტარდება იმ შემთხვევებში, როცა შეინიშნება რბილი ქსოვილების მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პტოზი, კანის ზედმეტობა, ღრმა ნაკეცები და ნაოჭები.
ნებისმიერ შემთხვევაში, ოპერაცია ითვალისწინებს მოშვებული კანის აშრევებას, კუნთების დაჭიმვას, ზედმეტი კანის მოცილებას. შედეგად პაციენტის გამომეტყველება უფრო ახალგაზრდულია, გასწორებიულია ნაოჭები, ქრება დაშვებული სახის ეფექტი.
ოპერაციის წინ პაციენტს უტარდება ლაბორატორიული გამოკვლევა.
ოპერაცია ტარდება როგორც ადგილობრივი ასევე ზოგადი ანესთეზიით.
ამ ოპერაციების დამახასიათებელია ის, რომ ტარდება იმ ქირურგთა მიერ, რომლებიც მუშაობის მეთოდებს მსოფლიო სახელის მქონე ქირურგებთან თანამშრომლობის შედეგად დაეულნენ.
ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრების რიტმს.