კანზე წარმონაქმნების მოცილება

კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების კეთილთვისებიან   წარმონაქმნებს მიეკუთვნება: პაპილომა, მეჭეჭი, ლიპომა, კერატომა, ათერომა, ნევუსები.
ლიპომა - წარმოადგენს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გაზრდას და ზოგიერთ შემთხვევაში გამკვრივებას. ხელის შეხებისას მტკივნეულია, კანის დონეზეა, ზოგიერთ შემთხვევაში ამოწეულია რაც პაციენტებს უქმნის ესთეტიურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. ლიპომა გვხვდება, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.
პაპილომა - წარმოადგენს კანის ზედაპირის წარმონაქმნს რომელიც წარმოიშობა ადამიანის პაპილომის ვირუსიდან. გვხვდება, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ყველა ასაკში. პაპილომა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის სხვადასხვა ადგილას: კისერი, იღლიის ფოსოები, სასქესო ორგანოებზე და სხვა.
მეჭეჭი - წარმოადგენს კანის ზედაპირის წარმონაქმნს, რომელიც წარმოიშობა ადამიანის პაპილომის ვირუსიდან. გვხვდება, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ყველა ასაკში. უმეტეს შემთხვევაში ლოკალიზდება ხელის მტევნებზე და ტერფებზე.
ნევუსი - წარმოადგენს კანის კეთილთვისებიან წარმონაქმნს.  გვხვდება, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ლოკალიზდება სხეულის სხვადასხვა უბანზე. სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად (ულტრაიისფერი გამოსხივება, მექანიკური დაზიანება და სხვა), ნევუსი შეიძლება გადაიზარდოს მელანომაში, რომელიც წარმოადგენს ყველაზე საშიშ ავთვისებიან წარმონაქმნს.
ყველა ზემოთ აღნიშნული კანის წარმონაქმნები არიან კეთილთვისებიანი, მაგრამ პაციენტებს უქმნის ესთეტიურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. არასრული ინფორმაციის გამო პაციენტები არ მიმართავენ ექიმ სპეციალისტს. აღნიშნული წარმონაქმნები იზრდებიან და ზოგ შემთხვევაში განიცდიან მალიგნიზაცია (გადაგვარებას ავთვისებიან წარმონაქმნებად). ისინი ექვემდებარებიან მოცილებას სხვადასხვა მეთოდებით, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. მოცილების წინ აუცილებელია კონსულტაცია, რომ იქნეს არჩეული მოცილების მეთოდი.
უკან დაბრუნება