თმის ცვენის საწინააღმდეგო პროგრამა

პლაზმოლიფტინგი განსაკუთრებით ეფექტურია თმის ცვენის შესაჩერებლად და გამელოტების სამკურნალოდ.

მეთოდი ითვალისწინებს ორგანიზმის ფარული რეზერვების გამოყენებას და სრულიად გამორიცხავს გართულებებს, რადგანაც ინექციის შემადგენლობა მზადდება ლაბორატორიულ პირობებში, პაციენტის სისხლის პლაზმისაგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე. 
ამასთან, სრულიად გამორიცხულია იმუნოლოგიური (ალერგიული) რეაქციები და ინფექციური დაავადებების გავრცელება. პლაზმის ინექცია მისაღებია და ეფექტურია ყველა ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის.

პროცედურის შემდეგ თმის ცვენა მცირდება მე-4-6 დღეს. ქრება ქერტლი. აქტიურდება თმის ზრდის ფაზა, იმატებს თმის ბზინვარება, უმჯობესდება ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირება, იმატებს თმის ღერობის დიამეტრი. იწყება ჯანმრთელი თმის ზრდა. 

პლაზმოლიფტინგის კურსი შეადგენს - 6 პროცედურას. შუალედი პროცედურებს შორის 7-10 დღე.

უკან დაბრუნება