პლაზმოლიფტინგი

პლაზმოლიფტინგი - კანის გაახალგაზრდავების უახლესი პროცედურაა, რომელიც შემუშავებულია რუსეთის, შვეიცარიის და ისრაელის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამედიცინო ბაზებზე. მეთოდი ითვალისწინებს ორგანიზმის ფარული რეზერვების გამოყენებას და სრულიად გამორიცხავს გართულებებს, რადგანაც ინექციის შემადგენლობა მზადდება ლაბორატორიულ პირობებში, პაციენტის სისხლის პლაზმისაგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

ამასთან, სრულიად გამორიცხულია იმუნოლოგიური (ალერგიული) რეაქციები და ინფექციური დაავადებების გავრცელება. პლაზმის ინექცია მისაღებია და ეფექტურია ყველა ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის.

სადღეისოდ პლაზმოლიფტინგი ითვლება კანის დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებად.

პლაზმოლიფტინგის პროცედურის შემდეგ კანის მიძინებული უჯრედები იწყებენ "ახალგაზრდულ" რეჟიმში მუშაობას. შესაბამისად, სასურველია პროცედურების ჩატარება კანის დაბერების პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე (სიმშრალე, გაძლიერებული აქერცვლა, პიგმენტაციები და სხვა)

გარემოს მავნე ფაქტორების (გარუჯვა, სტრესი, თამბაქოს წევა, ცუდი ეკოლოგია და ა.შ.) ზემოქმედება იწვევს რეგენერაციისა და მეტაბოლიზმის პროცესების შენელებას. პერმანენტულად ვითარდება დაბერების პროცესები.

პაციენტის სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ზრდის ფაქტორებს, რომლებიც ახდენენ საკუთარი ფიბრობლასტების სტიმულაციას. ფიბრობლასტები კი სწორედ ის უჯრედებია, რომლებიც უზრუნველყოფენ კოლაგენისა და კანის ახალგაზრდობის განმაპირობებელი ფაქტორების სინთეზსს.

თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციები ააქტიურებენ უჯრედშორისი მეტაბოლიზმის პროცესებს, ახდენენ იმ ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ელასტიურობას, ახალგაზრდულ იერს, თანაბარ ფერს, ტენიანობას, კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის მაღალ შემცველობას კანში.

პლაზმოლიფტინგის კურსის შედეგად კანი მნიშვნელოვნად უმჯობესდება გარეგნულად, ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი. თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლების გადაჭრა, რადგან პროცედურა სხეულის პრაქტიკულად ყველა ზონაზეა ეფექტური.

პლაზმოლიფტინგის კურსი შეადგენს 4-6 პროცედურას. შუალედი პროცედურებს შორის 7-10 დღე. 

უკან დაბრუნება