ჩაბრუნებული ძუძუს თავის პლასტიკა

ქალის ძუძუს თავი ესთეტიური ეფექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. დიდი ყურადღება ექცევა როგორც ძუძუს თავს, ასევე დვრილს. მკერდის სილამაზეში დომინირებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი. ძუძუს თავს გააჩნია 15-დან 25-მდე პატარა სადენები, რომლებიც მიედინებიან სარძევე ჯირკვლამდე. სადენებს შორის მდებარეობს შემაერთებელი ქსოვილების კონა. თუ აღნიშნული შემაერთებელი ქსოვილის კონა მოკლეა, ძუძუს თავი ბრუნდება შიგნით.

ოპერაცია გულისხმობს 0.5 სმ. განაკვეთიდან მოკლე შემაერთებელი ქსოვილისგან განთავისუფლებას და ძუძუს თავის ამოწევას. ოპერაცია კეთდება ადგილობრივი ანასთეზიით ქვეშ. ხანგრძლივობა 30-40 წუთი.

1 კვირის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური ნახვევის ტარება.

ოპერაციის შემდეგ ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უკან დაბრუნება