ლიპოსაქცია

ლიპოსაქცია არის ეფექტური ქირურგიული მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხეულის კონტურების კორექცია კანის დაზიანების გარეშე.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ლიპოსაქცია არ არის ჭარბ წონასთან ბრძოლის მეთოდი.

ამ მეთოდს მიმართავენ იმ შემთხვევაში, როცა სხეულზე არის აგებულების ტიპით განპირობებული ლოკალური ცხიმის გროვები, რომლებიც არღვევენ სხეულის საერთო პროპორციებს.

ცხიმის დაგროვება, უპირატესად, ხდება გენეტიკურად განპირობებულ ადგილებში (კისრის არეში, მკლავების შიდა ზედაპირები, "ბიზონის კუზი", მკერდი, დუნდულოები, მუცელი, ზურგი, ბარძაყების შიდა და გარეთა ზედაპირები და მუხლების არეში) და მისი მოცილება დიეტოთერაპიით შეუძლებელია.

თანამედროვე გამოკვლევებით დადგენილია, რომ ცხიმის ლოკალური დაგროვება აღნიშნულ ზონებში არ რეაგირებენ სტრესულ ჰორმონებზე, რომლებიც იწვევენ ცხიმის წვას. ამით აიხსნება გახდომის საშუალებით სხეულის კორექციის არაეფექტური მცდელობა.

ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება დამოკიდებულია მემკვიდრეობით ფაქტორებსა და სქესზე. გახდომის შედეგად მცირდება ცხიმოვანი ქსოვილის მასა, თუმცა, სხეულის კონტური უცვლელი რჩება. ამგვარად, ლიპოსაქცია სხეულის კორექციის ოპტიმალური მეთოდია.

ოპერაცია, უპირატესად, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, თუმცა შესაძლებელია ჩატარდეს ზოგადი ანესთეზიის პირობებშიც. ოპერაციის ხანგძლივობა დამოკიდებულია იმ ზონების რაოდენობაზე, რომლებზეც ტარდება ლიპოსაქცია.

ოპერაციის შემდეგ პაციენტი ატარებს სპეციალურ კომპრესულ თეთრეულს 3- 4 კვირის განმავლობაში.

ოპერაციის შემდეგ, ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უკან დაბრუნება