ჩუჩის პლასტიკა

ცნობილია, რომ ჩუჩის მოკვეთა ხდება როგორც სამედიცინო, ასევე რელიგიური თვალსაზრისით. მამაკაცთა უმრავლესობა იკეთებს აღნიშნულ ოპერაციას სექსუალური აქტის გახანგრძლივების მიზნით. სამედიცინო თვალსაზრისით, ოპერაცია ტარდება ჩუჩის პათოლოგიური შევიწროებისას ან დაგრძელებისას, რაც ხელს უშლის ასოს თავის გაშიშვლებას. ამ დროს მამაკაცი მოშარდვისას განიცდის შეფერხებას და ასევე, აქვს ქრონიკული ანთება, რასაც თან სდევს ტკივილი.

ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ან საერთო გაუტკივარებით.

ოპერაციის დროს პლასტიკური ქირურგი კვეთს შევიწროებულ ან დაგრძელებულ ჩუჩას და ამით ასოს თავი შიშვლდება. ჭრილობა იკერება თვითგამწოვადი ძაფებით. ანთებითი პროცესები და ტკივილის შეგრძნება ქრება.

ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უკან დაბრუნება