სახის ლიფტინგი ფილერებით - სოფტლიფტინგი
სოფტლიფტინგი არის უახლესი მეთოდი რომელიც კონტურულ პლასტიკაში გამოიყენება. პროცედურა გულისხმობს მთლიანი სახის გაახალგაზრდავებას ჰიალურონის მჟავის ინექციების საშუალებით. პროცედურა ტარდება ადგილობრი ანესთეზიის პირობებში, რომლის დროსაც გამოიყენება სხვადასხვა სიმკვრივის ჰიალურონის მჟავის ფილერები. პროცედურის დროს სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით ხდება ფილერების შეყვანა და გადანაწილება, რაც გვაძლევს საშუალებას ავწიოთ სახის კანი, შევქმნათ სახის ოვალი, ამოვავსოთ ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, ტუჩის კუთხეები, საცრემლე არხი, ყვრიმალები. სოფტლიფტინგი იწვევს სახის კომპლექსურ გაახალგაზრდავებას. აღნიშნული პროცედურა პოპულარულია იმით რომ არ საჭიროებს ოპერაციას და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროგრამას. შედეგი დგება პროცედურის დასრულებისთანავე. პროცედურის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ პაციენტს მეორე დღესვე შეუძლია გააგრძელოს ცხოვრების ჩვეული რიტმი. ინექციის ადგილას შეიძლება წარმოიქმნას სისხლჩაქცევა, შეშუპება, რომელიც უკვალოდ ქრება 2-3 დღის შემდეგ. შედეგი ნარჩუნდება 12-18 თვე.