მკერდის რედუქციული დაპატარავება
გიგანტომასტია (დიდი მკერდი), ქალბატონებს უქმნის როგორც ესთეტიკურ, ასევე პრობლემებს ჯანმრთელობის მხრივ (ტკივილები ზურგის არეში, ხერხემლის დაავადებები).
ოპერაცია მკერდის რედუქციული მამოპლასტიკა - ამ ოპერაციას მიმართავენ მკერდის ზომების შესამცირებლად. მისი მიზანია როგორც ზომაში შემცირება, ასევე მკერდისთვის ახალი ფორმის მიცემა, დვრილ–არეოლის კომპლექსის ახალ პოზიციაში გადატანით. ოპერაცია მოიცავს სარძევე ჯირკვლების ჭარბი ქსოვილების რეზექციას.
ახალგაზრდა პაციენტებს, დიდი მკერდის გამო, ხშირად უვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც აძნელებს მათ ურთიერთობას თანატოლებთან.
დამტკიცებულია, რომ რედუქციული მამოპლასტიკა არ ახდენს გავლენას სარძევე ჯირკვლის ქსოვილების მდგომარეობაზე და არ შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის მასტოპათიების ან ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი. ოპერაციის წინ, ყველა პაციენტს უტარება სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი ან მამოგრაფიული გამოკვლევა, ლაბორატორიული გამოკვლევები, მამოლოგის კონსულტაცია.
ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 3-4 საათი.
პაციენტი ორი - სამი დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკაში. 1-1,5 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური კომპრესიული ბიუსტჰალტერის ტარება.
პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ზედმიწევნით იქნეს დაცული პლასტიკური ქირურგის მიერ მიცემული რეკომენდაციები.
ოპერაციის შემდეგ, ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.