პატარა სასქესო ბაგეების პლასტიკა - ლაბიოპლასტიკა

პრაქტიკულად, ყველა ქალბატონისათვის „ბედნიერების“ გაგება დამოკიდებულია თავისი სასქესო ორგანოების გარეგნულ ეფექტზე. თუ ისინი ვიზუალურად ცუდად გამოიყურებიან, ქალბატონებს უჩნდებათ საკუთარი სხეულის გამო კომპლექსი, რაც ხელს უშლის იყვნენ მიმზიდველნი და სექსუალურები.

თანამედროვე სექსუალურ ცხოვრებაში პატარა სასქესო ბაგეების ზომა თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს. პატარა სასქესო ბაგეების ჰიპერტროფია და ორსულობის შემდგომი დეფორმაცია-დაგრძელება წარმოშობს დისკომფორტს, ტკივილს სექსუალური ურთიერთობისას. ანატომიურად პატარა სასქესო ბაგეები უნდა იყოს დიდი სასქესო ბაგეების დონეზე. პატარა სასქესო ბაგე ითვლება დაგრძელებულად (ერთი ან ორივე), თუ მისი ზომა 4 სმ.-ზე მეტია. წლოვანების მატებასთან, შობადობასთან და აქტიურ სქესობრივ ცხოვრებასთან ერთად ქალებს, ხშირ შემთხვევაში, ეზრდებათ პატარა სასქესო ბაგეები და მუქდებიან, რაც, ესთეტიკური თვალსაზრისით არეფექტურია. ქირურგიული ჩარევა საშუალებას იძლევა სასქესო ორგანოს დაუბრუნოს ესთეტიური ეფექტი და აღმოფხვრას ინტიმური დეფექტები. გარდა ამისა, მაღლდება სექსუალური სწრაფვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შიშვლდება კლიტორი.

ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ან საერთო ანესთზიის პირობებში. ოპერაციის ხანგრძლივობა 30-40 წუთი.

ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ყველა ასაკში, როგორც კი დამთავრდება პატარა სასქესო ბაგეების ასაკობრივი ჩამოყალიბება. პაციენტთან ფორმისა და ზომის შეთანხმების შემდეგ, ხდება დოზირებული რეზექცია, რომ მიღწეული იქნეს პატარა სასქესო ბაგეების სასურველი ფორმა. ჭრილობა იკერება თვითგამწოვი ძაფებით.

შედეგი:

პატარა სასქესო ბაგეები პატარავდება, ხდება სიმეტრიული და იღებს სწორ, ესთეტიკურ ფორმას;

სექსუალურ ცხოვრებაში ქრება დისკომფორტი;

ქრება ფიზიკური დისკომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც გამოწვეული იყო მათი არასასურველი სიგრძით;

ქრება კომპლექსები და ესთეტიკური დისკომფორტი;

უმეტესწილად, ასეთი ოპერაციები კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. პაციენტი კლინიკაში რჩება რამოდენიმე საათი. ნაკერები ქრება 10-15 დღის შემდეგ.

ოპერაციის შემდეგ, ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უკან დაბრუნება