გინეკომასტია

გინეკომასტია წარმოადგენს მკერდის გაზრდას მამაკაცებში. გინეკომასტია შეიძლება იყოს ჭეშმარიტი (მკერდის ჯირკვლის ქსოვილის გაზრდა) და ცრუ (გასუქების შედეგად, რომელიც ადიდებს მკერდის მოცულობას). დიდი მკერდი მამაკაცებს უქმნის ესთეტიურ და მორალურ დისკომფორტს, რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვება დეპრესიები.

გინეკომასტია შეიძლება წარმოიშვას მამაკაცის სქესობრივი ჰორმონების-ტესტოსტერონის შემცირებით ან ესტროგენების (ქალის სქესობრივი ჰორმონი) მეტობით. განსაკუთრებით ხშირია გინეკომასტიის შემთხვევები ჰორმონალური პიკების პერიოდში: ახალშობილ ბავშვებში; სქესობრივი ჩამოყალიბების პერიოდში - 12-15 წ. ასაკში;ხანდაზმულ ასაკში - 45 წ. ზევით. მამაკაცის ცხოვრების ამ პერიოდში გინეკომასტია გვხვდება ხშირად და მას ეწოდება ფიზიოლოგიური ან იდიოპათიური გინეკომასტია.

ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ან საერთო ანესთზიის პირობებში.

ოპერაციის მიზანია კაცებში მკერდის ზომის დაპატარავება და ნორმალური კონტურის შექმნას.

არის რამდენიმე ოპერაციული მეთოდი, რომელთაც ჩვენ წარმატებით ვიყენებთ: სარძევე ჯირკვლის ამოკვეთა ( კანქვეშა მასტექტომია); ლიპოსაქცია; ენდოსკოპიური მასტექტომია; კომბინირებული ოპერაცია - ლიპოსაქცია შემდგომი ჯირკვლის ამოკვეთით.

შედეგი:

მყარი მამაკაცური მკერდი, რომელიც, ფიზიკური დატვირთვის შედეგად, უფრო ათლეტური და მიმზიდველი ხდება გარშემო მყოფთათვის.

ოპერაციან ადვილად გადასატანია და არ სჭირდება ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი. სტაციონარში დარჩენა არ საჭიროებს ერთ დღეზე მეტს, შესაძლებელია სახლში წასვლა ოპერაციის შემდგომ რამდენიმე საათის შემდეგ. პირველი 2-3 კვირის განმავლობაში აუცილებელია პაციენტმა ატაროს სპეციალური ელასტიური მაისური.

ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

უკან დაბრუნება