სასქესო ასოს დაგრძელება

სტატისტიკური მონაცემებით, მამაკაცები ძალზე ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგს, როდესაც კმაყოფილები არ არიან სასქესო ასოს ზომებით.

ლიგამენტოტომია არის ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს სასქესო ასოს დაგრძელებას.

ოპერაცია ტარდება ზოგადი ან ეპიდურალური ანესთეზიის ქვეშ.

განაკვეთი ტარდება ბოქვენის ძვლის საპროექციო მიდამოში. ასოს გამონთავისუფლება ხდება ბოქვენის კვანძისგან რაც იძლევა საშუალებას სასქესო ასო დაგრძელდეს 3 სმ.-დან 5 სმ.-მდე. ოპერაცია სრულდება კოსმეტიური ნაკერით, რომელიც შემდგომში იფარება თმებით და გარკვეული დროის შემდეგ შეუმჩნეველი ხდება.

ოპერაციის შემდგომ 4 კვირის განმავლობაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს სპეციალური ქვედა საცვალი. ინტიმური კავშირი არ არის რეკომენდირებული 3-4 კვირის განმავლობაში.

ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.


უკან დაბრუნება