მკერდის აწევა
ლამაზი მკერდი ყველა ქალის ოცნებაა და ეს ოცნება დღეს უკვე რეალობადაა ქცეული. ფიზიოლოგიურად ქალის მკერდი ყოველ წელს იშვებს 1მმ., თუმცა მკერდის დაშვება ასევე შესაძლებელია განპირობებული იყოს წონის მკვეთრი შემცირებით და ძუძუთი კვების შემდგომ პერიოდში სარძევე ჯირკვლების მოცულობის შემცირებითაც. ოპერაცია მასტოპექსია - მკერდის აწევა, შესაძლებელი ხდება მკერდის ფორმის შეცვლა, მისი მოცულობის ცვლილების გარეშე. ხშირ შემთხვევაში, მცირედ გამოხატული დაშვებისას, იმპლანტების საშუალებით ხდება მკერდის აწევა და გადიდება. ამ შემთხვევაში კეთდება 4-5 სმ. განაკვეთი მკერდქვეშა ნაოჭის არეში. არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის სურვილზე.
მასტოპექსიის საშუალებით მკერდი მიმზიდველი ხდება. ამ ოპერაციის შემთხვევაში მკერდის მოცულობა იგივე რჩება ან სულ მცირედ იკლებს. ეს ოპერაცია მიზანშეწონილია მათთვის, ვისაც გამოეხატა დვრილ-არეოლას კომპლექსის დაშვება მკერდქვეშა ხაზის ქვევით, დვრილის ზემოთ კი მკერდის მოცულობამ იკლო.
მცირედი ფტოზის (დაშვება) შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ იმპლანტებით მკერდის გადიდება. შედარებით მეტად გამოხატული დაშვებისას, საჭირო ხდება არეოლის ირგვლივ განაკვეთით მკერდის აწევა. III-IV ხარისხის ფტოზის შემთხვევაში, არეოლის ირგვლივ განაკვეთს ემატება ვერტიკალური ან ამობრუნებული T-სებური განაკვეთი. თითოეული ამ ოპერაციის შეთავსება შესაძლებელია როგორც მკერდის ზომების დაპატარავებასთან, ასევე მისი ზომების გაზრდასთან მკერდის იმპლანტების გამოყენებით.
ოპერაციის წინ, ყველა პაციენტს უტარება სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი ან მამოგრაფიული გამოკვლევა, ლაბორატორიული გამოკვლევები, მამოლოგის კონსულტაცია.
ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 1,5–2 საათი.
პაციენტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკაში. 1-1,5 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური კომპრესიული ბიუსტჰალტერის ტარება.
იშვიათად შესაძლებელია დვრილ-არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი მოშლა ან კაფსულური კონტრაქტურის ჩამოყალიბება, რაც თანამედროვე პროტეზების გამოყენებამ მინიმუმამდე შეამცირა.
პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ზედმიწევნით იქნეს დაცული პლასტიკური ქირურგის მიერ მიცემული რეკომენდაციები.
ოპერაციის შემდეგ, ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც ხელს უწყობს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.